ჩინელმა მედიკოსებმა კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდს მიაკვლიეს

ჩინელმა მედიკოსებმა ახალი ტიპის კორონავირუსის მკურნალობის წარმატებული მეთოდი შეიმუშავეს.

ამის შესახებ Sina წერს.

მედისაშუალების ინფორმაციით, ქალაქ უხანში მედიკოსებმა 53 წლის მამაკაცის გადარჩენა ექსტრაკორპორალური ოქსიგენაციის გზით (სისხლში ჟანგბადის შეშვება) შეძლეს.

მედიის ინფორმაციით, ამჟამად მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ეტაპობრივად გაუმჯობესებისკენ მიდის. მედიკოსების მტკიცებით, მალე კარანტინიდან მისი გათავისუფლებაც იქნება შესაძლებელი.

მომაკვდინებელ კორონავირუსს, ბოლო მონაცემით, 17 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები