ოთარ გრიგოლია: 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მილიარდ 500 მილიონ ლარამდე იზრდება

2020 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მილიარდ 500 მილიონ ლარამდე იზრდება, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საკრებულოს წევრის ინფორმაციით, ეს თბილისის ისტორიაში უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვია.

“ბიუჯეტის ზრდა განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით. პირველი არის ის, რომ ქონების გადასახადებიდან შემოსული თანხების საპროგნოზო ნაწილი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გაიზარდა კომერციული ორგანიზაციების შემოსავლები და ეკონომიკური აქტივობა ქალაქში. შესაბამისად ეს ბიუჯეტის შემოსულობებზე აისახა.

მეორე ეს არის EBRD -ის სესხი 80 მილიონი ევროს ოდენობით. ამ თანხას თბილისის მუნიციპალიტეტი დამატებით ავტობუსების შემოყვანისთვის დახარჯავს და ქალაქში ძველი, ამორტიზებული ტრანსპორტი ჩანაცვლდება,“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტი ნიშნავს უფრო მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, უფრო მეტ გამწვანებულ ტერიტორიებს, გაზრდილ სოციალურ პროგრამებს.

“ეს ნიშნავს იმას, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად გაიზრდება და დინამიური გახდება. ბიუჯეტის ასეთი ზრდა უპრეცენდენტო მოვლენაა,“- დასძინა ოთარ გრიგოლიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები