მაიკლ კარპენტერი: კონგრესმენების წერილს საქართველოს მთავრობა სერიოზულად უნდა მიუდგეს
საქართველოს მთავრობა კონგრესმენების წერილს სერიოზულად უნდა მიუდგეს, – ამის შესახებ პენსილვანიის უნივერსიტეტში ჯო ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა “ტვიტერზე” დაწერა.
მისი თქმით, წერილი ნეგატიური ტენდენციების შესახებ, ორპარტიულ გაფრთხილებას წარმოადგენს.
“საქართველოს მთავრობა ამ წერილს სერიოზულად უნდა მიუდგეს. ეს ორპარტიული გაფრთხილებაა ნეგატიური ტენდენციების შესახებ: სამთავრობო ტენდერების პოლიტიზირება, გამოხატვის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ძალაუფლების კონცენტრაცია. ის საქართველოს მეგობრობისგან მოდის”,- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის ოთხმა წევრმა ადამ კინზინგერმა, გერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკკაულიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას წერილი გამოუგზავნეს. წერილში კონგრესმენები დაღმავალი ეკონომიკური ტენდენციების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.