ბათუმში ორ არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა
ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი არასრულწლოვანი დაშავდა. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ქვეითად მოსიარულე ორ გოგონას ავტომობილი დაეჯახა, მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
არასრულწლოვნები ბათუმის დედათა და ბავშვთა რეგიონულ კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც “რეგიონულ კვირას” სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, გოგონებს სხეულის მრავლობითი დაზიანება აღენიშნებათ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევები.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება 276 მუხლით დაიწყო.