“გალფისა” და შიდა ქართლის გუბერნიის ერთობლივი საქველმოქმედო აქცია – საქაშეთში მცხოვრებმა დევნილმა ოჯახებმა საჩუქრები მიიღეს

კამპანიის – “ბავშვებისთვის” ფარგლებში გორის მუნიციპლიტეტის სოფელ საქაშეთის დევნილთა დასახლებაში შიდა ქართლის ადმინისტრაციისა და კომპანია ,,გალფის” ერთობლივი საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა. დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს პროდუქტები გადაეცათ. იმ ოჯახებმა კი, რომლებსაც მცირეწლოვანი პატარები ჰყავთ, პროდუქტებთან ერთად სათამაშოებიც მიიღეს.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და კომპანია ,,გალფის” ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯიბლაძემ მიიღეს.

,,კერძო და საჯარო სექტორის კიდევ ერთი კარგი მაგალითია დღევანდელი საქველმოქმედო აქცია. აღსანიშნავია, რომ ჩვენ პირველად არ ვთანამშრომლობთ და ვფიქრობ, მსგავი ტიპის ერთობლივი ღონისძიებები, პირველ რიგში, მოსახლეობისთვისაა მნიშვნლოვანი, მათ საჭიროებებზეა მორგებული. ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდაც განვაგრძობთ კერძო სექტორთან თანამშრომლობას და მათთან ერთად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას” – აღნიშნა რწმუნებულმა.

კამპანიისთვის თანხის დიდი ნაწილის მობილიზება კომპანია ,,გალფმა” საცალო ქსელში შესაბამისი აქციით შეძლო, სადაც გაყიდული საწვავის თითოეული ლიტრის საფასურიდან 3 თეთრი აღნიშნული პროექტის ფონდში ირიცხებოდა. აქცია 25 დეკემბერს დაიწყო და 31 დეკემბერს დასრულდა. ჯამში 85,300 ლარის მობილიზება მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები