“ციხეებში არსებული პრობლემების გამო, ყოფილმა ხელისუფლებამ, არჩევნებში წაგებით დამსახურებული პოლიტიკური ფასი გადაიხადა”

ყოფილმა ხელისუფლებამ, რომლის ნაწილი მე გახლდით, დამსახურებული პოლიტიკური ფასი გადაიხადა არჩევნებში მარცხით, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„ყოფილმა ხელისუფლებამ, რომლის ნაწილი მე გახლდით, დამსახურებული პოლიტიკური ფასი გადაიხადა არჩევნებში მარცხით იმ უმძიმესი პრობლემების გამო, რომელიც პენიტენციურ სისტემაში არსებობდა. ეს იყო 9 წლის წინ თუ 8 წლის წინ და ამის შემდგომ ხელისუფლება მოვიდა ლეგიტიმური კრიტიკით. იმის ნაცვლად, რომ წინ წაეყვანათ საქმე და დამარცხებული ორგანიზებული დანაშაულის ფონზე კონტროლი დაეწესებინა თვითონ სამართალდამცავი სტრუქტურების, სასჯელაღსრულების მუშაკების მხრიდან ადამიანების უფლებების დაცვაზე, მან დააბრუნა იქამდე არსებული პერიოდი, როცა სისტემა ორგანიზებულ დანაშაულს ჩააბარა. ეს ადამიანების უფლებების დაცვას კი არა სრულ განუკითხაობას უზრუნველყოფს და ვბრუნდებით კიდევ უფრო წინა, შევარდნაძის დროში, ანუ წინ კი არ წაგვიყვანა, უკან წაგვიყვანა ამ თვალსაზრისით. ეს კი არ ამართლებს რამენაირად იმას, რა პრობლემებიც იქამდე იყო. არც ვცდილობ და არასოდეს არც მიცდია ეს. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და მათ შორის ჩემი. ოღონდ ჩვენი პასუხისმგებლობა რანაირად ათავისუფლებს ივანიშვილის ხელისუფლებას პასუხისმგებლობისგან, რომელიც ამდენი წელია მართავს ქვეყანას და ყველაფერზე ერთადერთი პასუხი აქვს, რომ ადრე სერიოზული პრობლემები იყოო. რას შველის ეს ჩვენს საზოგადოებას, ამას ჩვენ რომ მიგვითითებს?“- აღნიშნა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები