გიგა ბოკერია თეა წულუკიანზე: უწიგნური, უვიცი და ბნელი, სხვა ეპითეტი არ არსებობს იმის აღსაწერად, რაც დღეს ჩვენ ვნახეთ

უწიგნური, უვიცი და ბნელი, სხვა ეპითეტი არ არსებობს იმის აღსაწერად, რაც დღეს ჩვენ ვნახეთ, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გამოსვლა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე.

„ჩვენ ვიხილეთ სახალხო დამცველის მოსმენა კომიტეტში, უფრო სწორად ვიხილეთ წულუკიანის სპექტაკლი ამ კომიტეტზე. უწიგნური, უვიცი და ბნელი, სხვა ეპითეტი არ არსებობს იმის აღსაწერად, რაც დღეს ვნახეთ და რაც ადრე გვინახავს. ისიც კი არ იცის, არ გაუგია და არ დაინტერესებულა, რომ სახალხო დამცველის ფუნქცია არსად მსოფლიოში, ნორმალურ ქვეყნებში, არ არის ივანიშვილის, ზოგადად ხელისუფლების და უფრო ფართოდ, პოლიტიკოსების რეპუტაციის დაცვა. ეს საყვედურად წაუყენა, რატომ არ იცავთ ჩვენს რეპუტაციასო. ან ვინ უთხრა, რომ გარეგნობაზე და ჩაცმულობაზე უნდა ისაუბროს იუსტიციის მინისტრმა?

იმის მაგივრად, რომ შეწუხებულიყო იმ პრობლემებით, რაც ამ მოხსენებაში იყო და დისკუსია გაემართათ ამ ყველაფერზე, ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა იცავდეს სახალხო დამცველი მთავრობის და მისი მარჩენალი ივანიშვილის რეპუტაციას. სხვათაშორის, თუ თვლიდა, რომ პრობლემა იყო ჩაცმულობაში, ამის რაციონალური რეგულაციაც მისი საქმეა. გამოეცა ბრძანებულება. რაზე საუბრობს საერთოდ? ეს არის ფიგურა, რომელმაც იუსტიციის სახლში საბჭოთა ქაღალდები დააბრუნა. მაგრამ ამ ერთ ადამიანში არ არის პრობლემა, მთავარი პრობლემა არის ივანიშვილში, ამ სამარცხვინო ლიდერში, რომელმაც ასეთი „კლოუნები“ მოგვიყვანა და ამდენი წელია მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ფუნქციებს თავზე დაასვა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები