ზუგდიდში საბავშვო ბაღი გაქურდეს

ზუგდიდში,თავისუფლების ქუჩაზე მდებარე მე-15 საბავშვო ბაღი გაქურდეს.

სააღმზრდელო დაწესებულებაში დილით მისულ ბაღის გამგეს, ინეზა ზაქარაიას, ოთახებში ტელევიზორები და მუსიკალური ცენტრი არ დახვდა.

“საღამოს დავკეტე რკინის კარები და დილას რომ მოვედი, ფანჯარა ღია დამხვდა და კარებიც ჩამტვრეული. ადგილზე არ იყო 2 ტელევიზორი და მუსიკალური ცენტრი ჩიპებით, მაშინვე პოლიცია გამოვიძახე,”- ამბობს გამგე.

ბაღში ამ დრომდე კრიმინალისტები მუშაობენ. საბავშვო ბაღის დირექტორი კი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები