ხვამლის მთამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

 

 

ხვამლის მთამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და  ბეტონიზაცია დასრულებულია. ამიერიდან, ლეჩხუმისათვის მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილის, “ხვამლის მთის“ მონახულება,  წელიწადის ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავამ “რეგიონულ კვირასთან“  პროექტის  მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა , რომ გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია ლეჩხუმელთა დიდი ხნის  სურვილი იყო და მას ბევრი დადებითი შედეგების მოტანა შეუძლია არა მარტო ლეჩხუმისთვის, არამედ მთლიანად მხარისთვის.

“პროექტზე  16 მილიონამდე  დაიხარჯა და  ბეტონიზაცია 14 კილომეტრ გზაზე გაკეთდა. ხვამლის მთა მნიშვნელოვანი ობიექტია როგორც საკულტო, ასევე ტურისტული მიმართულებით, გზის რეაბილიტაცია ვიზიტორთა რაოდენობასაც დაეტყო ,რადგან სტატისტიკით ის საკმაოდაა გაზრდილი. მნახველი ხვამლის მთას, მართალია, არასოდეს აკლდა, მაგრამ ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, დაინტერესებული ტურისტების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავისი მხრიდან მაქსიმუმი გააკეთა, რადგან ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული ყოფილიყო, ამ მიზნით გაკეთდა საფეხმავლო ბილიკები, გადმოსახედები, რამაც მნიშვნელოვნად იმოქმედა ვიზიტორების მომსახურებაზე“,-განაცხადა გიორგი გუგავამ.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები