თეა წულუკიანმა ნინო ლომჯარიას შენიშვნა მისცა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას შენიშვნა მისცა.
მინისტრმა ომბუდსმენს ტერმინების გადახედვისკენ მოუწოდა.
“ქალბატონო ნინო (ლომჯარია), ამ სამსახურს არ ჰქვია პენიტენციალური, ეს არის პენიტენციური დაწესებულება და პენიტენციური სამსახური, ამიტომ გთავაზობთ, რომ ტერმინებსაც გადავხედოთ, როდესაც ასეთი ოფიციალური, მაღალი ტრიბუნიდან ვსაუბრობთ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
 
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს უსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები