საქართველოდან თურქეთში არალეგალურად 5 ათასზე მეტი კუ შეჰყავდათ – მებაჟეებმა აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

თურქმა მებაჟეებმა, ქვეყანაში საქართველოდან 5450 კუს უკანონო შეტანის მცდელობა აღკვეთეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კუები ავტომობილის კარებში იყვნენ ჩამალული.

არსებული ინფორმაციით, კონტრაბანდის განხორციელებას საქართველოს გავლით, აზერბაიჯანის მოქალაქე, რუსლან გურბანოვი, ცდილობდა.

თურქეთში სასამართლო დაინიშნა.

2019 წელს სარფთან 5000 კუს კონტრაბანდა აღიკვეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები