ხულოს მერმა სამუშაო თათბირზე მოსახლეობისთვის აქტუალური საკითხები განიხილა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძემ, მერიის წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გამართეს.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების, ასევე სხვა მიმდინარე და მოსახლეობისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
ხელმძღვანელმა პირებმა მერის წარმომადგენლებს მოსახლეობის ყველა პრობლემურ საკითხზე დროული რეაგირება და მათთვის მუნიციპალიტეტში მოქმედ პროგრამებზე დეტალური ინფორმაციის მიწოდება დაავალეს. თათბირს მერის მოადგილეები ნადიმ ვასაძე და ასლან შაინიძე ესწრებოდნენ.