ზესტაფონში 9 საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 9 საავტომობილო გზას რეაბილიტაცია უტარდება. აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს. მერიის დაკვეთით საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა ქალაქის და სოფლის საავტომობილო გზებზე მიმდინარეობს.
გზების რეაბილიტაციაზე 2 960 259 ლარი განისაზღვრა, რომლის ფინანსური უზრუნველყოფა რეგიონული განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
„ზესტაფონში მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დავიწყეთ. უახლოეს პერიოდში 6 ახალი გზის კეთილმოწყობაზე გამოვაცხადებთ ტენდერს. რეაბილიტირებული საავტომობილო გზები იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა შეუზღუდავად შეძლებს ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან დაკავშირებას“, – განაცხადა ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები