შსს-მ რომეო ფარულავა მცირე რაოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-დამზადების მუხლით დააკავა

ოპოზიციის აქტივისტი რომეო ფარულავა საპატრულო პოლიციამ დააკავა.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს მას ადმინისტრაციული კოდექსის 45-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან. ერთ შემთხვევაში საუბარია პოლიციისა და სახელმწიფო წარმომადგენლისათვის დაუმორჩილებლობაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში მცირე რაოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-დამზადებაზე.

დაკავებამდე რომეო ფარულავამ განაცხადა, რომ მისი დაკავება პოლიტიკურ მოტივს უკავშირდება.

“ვმოძრაობდი ჩვეულებრივად, შუა გზაზე გადმომიხტა პოლიციელი, რაციით ხელში, მერე მოვიდა ეკიპაჟები. მეუბნებიან, რომ არაფერი დამირღვევია, უნდა შემამოწმონ ნარკო ტესტზე. 23-ში სასამართლო მაქვს, დღეს კიდევ ასეთი რამე ხდება.მე დარწმუნებული ვარ და ვიცი ეს რატომ ხდება, ეს არის პოლიტიკური”, – განაცხადა რომეო ფარულავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები