კახა კალაძე: თითო-ოროლა კონგრესმენის რაღაც მეგობრობით გაკეთებული განცხადებები ჩემთვის საინტერესო არაა

0

თბილისის მერი, კახა კალაძე ამერიკელი კონგრესმენის, მარკუეინ მალინის იმ ღია წერილს გამოეხმაურა, რომელიც საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების გადახვევასთან დაკავშირებით მან სოციალურ ქსელში გაავრცელა და აღნიშნა, რომ მეგობრობით გაკეთებული განცხადებები მისთვის საინტერესო არაა.

“რამდენიმე ხნის წინ ვიხილეთ ოფიციალური განცხადება, სადაც მიუთითებდნენ იმ განხორციელებულ რეფორმებზე, რომლებიც ქვეყანაში ხორციელდება და დადებითად იყო შეფასებული. თითო-ოროლა კონგრესმენის რაღაც მეგობრობით გაკეთებული განცხადებები ჩემთვის საინტერესო არაა,” – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელი წევრი მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს. ის “შეშფოთებას გამოთქვამს დემოკრატიული ღირებულებებისგან საქართველოს განგრძობად გადახვევასა და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებასთან დაკავშირებით“. მარკუეინ მალინი აცხადებს, რომ უერთდება კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარეების, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის 13 დეკემბრით დათარიღებულ ბოლოდროინდელ წერილს, რომელიც ხაზს უსვამდა შეშფოთებას იმ გადაწყვეტილების გამო, რომლითაც უარი ითქვა დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებზე. კონგრესმენი იმედოვნებს, რომ საქართველო განაგრძობს იყოს ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში.

კომენტარები

კომენტარი