გიორგი კახიანი: თუ პრაქტიკამ აჩვენა, რომ კულტურის სამინისტროს ცალკე არსებობა მიზანშეწონილია, ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ

თუ პრაქტიკამ აჩვენა, რომ კულტურის სამინისტროს ცალკე არსებობა მიზანშეწონილია, ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ მთავრობა სამინისტროს გაყოფის გადაწყვეტილებას მიიღებს, საკითხზე პარლამენტი იმსჯელებს და თანხმობა მისი მხრიდანაც იქნება.

“სამინისტროს გაყოფას სახელმწიფო ბიუჯეტთან არანაირი კავშირი არ აქვს. არ მგონია, რომ სამინისტროების გაერთიანებამ ბიუჯეტში შეღავათების თვალსაზრისით დიდი ხეირი გვანახა. ამიტომ იმაზე საუბარი, რომ ახლა, კულტურის სამინისტროს გაყოფა შეიძლება, უკავშირდებოდეს დამატებით საბიუჯეტო სახსრებს, არარელევანტურია. სწორი მენეჯმენტი და უფრო მოქნილი მართვა – ეს იყო სამინისტროების გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი მიზანი, თუმცა თუ პრაქტიკამ აჩვენა, რომ დღეს მიზანშეწონილია კულტურის სამინისტროს ცალკე არსებობა, ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ”, – განაცხადა კახიანმა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ განათლების სამინისტროდან კულტურის ნაწილის გამოყოფის საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები