კულტურის სამინისტროს გამოყოფის საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის მიმართულების გამოყოფის საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს. პროცესი თებერვალში დაიწყება.

აღნიშნულს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ადასტურებს.

“განხილვის ინიციატორი გახდა კულტურისა და ხელოვნების სფეროს მუშაკთა მომართვა პარლამენტისა და მთავრობის მიმართ. გიდასტურებთ, რომ იყო პარტიაში და დიდი ნაწილი გუნდის ემხრობა იმას, რომ კულტურის სფეროს სამინისტროს სახით ცალკე მენეჯმენტი, ცალკე მომართვა და კოორდინაცია ჰქონდეს. როდის იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული პრემიერის პრეროგატივაა,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოში 10 სამინისტრი და 1 სახელმწიფო მინისტრი აპარატი 2018 წელს ჩამოყალიბდა, სამთავრობო ცვლილების მიხედვით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს შეუერთდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები