სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე რიგით მეორე წლიური ანგარიშით წარდგება

პრეზიდენტის რანგში, სალომე ზურაბიშვილს პარლამენტისთვის რიგით მეორე წლიური ანგარიშის წარდგენა მოუწევს.

პრეზიდენტის მხრიდან ანგარიშის წარდგენა გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით.

რეგლამენტის თანახმად, როგორც წესი, პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ისმენს.

რაც შეეხება პრეზიდენტის მოსმენის ფორმატს, ქვეყნის პირველი პირის გამოსვლის შემდეგ სიტყვით გამოდიან იმ ფრაქციების თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, ასევე უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერები.

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგში პარლამენტს პირველი ანგარიში გასული წლის 6 მარტს წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები