მეუფე მელქისედეკი ეკლესიის რეიტინგის კლებას მომხრეების საზღვარგარეთ გასვლას უკავშირებს
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი ეკლესიის რეიტინგის კლების შესახებ ჟურნალისტების შეკითხვას პასუხობს.
მისი თქმით, ეს შეიძლება მომხრეების საზღვარგარეთ გასვლასაც უკავშირდებოდეს.
„სამწუხარო ფაქტია. ყველაფერი მოქმედებს, ალბათ, ესეც არის ამის მიზეზი. რეიტინგის კლებაზე, შესაძლოა, ბოლო დროს ეკლესიის გარშემო განვითარებული მოვლენებიც მოქმედებდეს. მე არ გამოვრიცხავ კიდევ ერთ რამეს, ბევრი გადის ქვეყნიდან, მომხრეებიც ალბათ, გასულები არიან“, – განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.
ცნობისთვის, “NDI”-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში, გამოკითხულთა 10% ეკლესიის საქმიანობას ცუდად აფასებს, 2%-ძალიან ცუდად, 37%-კარგად, 13-%-ძალიან კარგად, 12%-მა კი კითხვაზე პასუხი არ გასცა. ჯამში, ამჟამინდელ კვლევაში ეკლესიის საქმიანობას დადებითად 50 პროცენტი აფასებს.