გია ვოლსკი: კონგრესმენის განცხადება უსაფუძვლოა და საქართველოს რეალობის საწინააღმდეგოდაა მიმართული
პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა, გია ვოლსკიმ აშშ-ს კონგრესის რესპუბლიკელი წევრის, მარკუინ მალინის წერილი შეაფასა.
ვოლსკის თქმით, კონგრესმენის განცხადება უსაფუძვლოა და საქართველოს რეალობის საწინააღმდეგოდაა მიმართული.
“იმდენად უსაფუძვლო და საქართველოს რეალობის საწინააღმდეგოდაა მიმართული, რომ დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური პარტიები ობიექტურ შეფასებას მისცემენ ამ განცხადებას. ალბათ, “ნაციონალური მოძრაობაც” კი იტყვის, რომ ეს განცხადება მიკერძოებულია. 200 ამერიკული კომპანიაა საქართველოში რეგისტრირებული და მე არ მსმენია, რომ რომელიმე პარტნიორს ან კომპანიას უტევენ. კონგრესმენის მითითება დემოკრატიული გარემოს გაუარესებთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, რადგან საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა და ამას სწორედ ქვეყანაში მოქმედი დემოკრატიული სტანდარტები განაპირობებს”,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, აშშ-ს კონგრესის რესპუბლიკელმა წევრმა მარკუინ მალინიმ საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ამერიკული კომპანიების მიმართ აგრესიულ ქმედებებს შეწყვეტს.