დაბა ჩაქვი 2020 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება

2020 წლისთვის დაბა ჩაქვში ჩაქვის ცენტრი მოეწყობა, მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა, მოეწყობა ტროტუარები, ბორდიურები, დაიგება დეკორატიული ფილები, ასევე ცენტრის მიმდებარედ მოწესრიგდება ჩიხებიც. გარდა ამისა სარეაბილიტაციო სამუშაოები ტურისტული მიმართულებით უკეთესი პირობების შექმნას ითვალისწინებს. ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები 2020 წლის პირველ ნახევარში დაიწყება. რეაბილიტაციისთვის 878 845 ლარია გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები