ისრაელმა ღაზას სექტორი დაბომბა
ისრაელის საჰაერო ძალებმა, გამთენიისას, ღაზას სექტორში „ჰამასის“ მიწისქვეშა ობიექტები დაბომბეს. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ისრაელის ჯარში განმარტეს, რომ დღევანდელი იერიში, საპასუხო ხასიათს ატარებდა, რადგან 16 იანვრის საღამოს, ღაზის სექტორიდან ისრაელში, ეშკოლის რეგიონალური საბჭოს ტერიტორიაზე, ბომბი ჩამოვარდა.
ამ შემთხვევაშიც დაშავებულები არ არიან.