საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა, ვაშინგტონში ფიცი დადო
საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა, კელი დეგნანმა, ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში ფიცი დადო.
თეთრმა სახლმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი სექტემბერში წარადგინა, სენატმა კი დეკემბერში დაამტკიცა.
საქართველოში აშშ-ის საელჩო დაგნანს ფიცის დადებას ულოცავს.
„ვულოცავთ ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადებას! მოუთმენლად ველით საქართველოში მის ჩამოსვლას“,-ნათქვამია საელჩოს სოციალურ ქსელში.
კელი დეგნანი აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო იტალიაში, აღმასრულებელი მდივნის მოადგილე სახელმწიფო დეპარტამენტში და აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე კოსოვოში.
კელი დეგნანი იყო სახელმწიფო მდივნისა და პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის სპეციალური მოადგილე. მას მიღებული აქვს ჟურნალისტიკის ბაკალავრის ხარისხი ნორსვესტერნის უნივერსიტეტში და სამართლის დოქტორის ხარისხი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში.
კელი დეგნანი არის სახელმწიფო მდივნის ESA ჯილდოს მფლობელი და საუბრობს იტალიურ, ფრანგულ, თურქულ და ურდუს ენებზე.