საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობას დღეიდან გიორგი ჭიჭინაძე შეასრულებს
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობას დღეიდან გიორგი ჭიჭინაძე შეასრულებს, რომელიც სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილეა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტოში ადასტურებენ.
ლევან სურგულაძემ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობა დღეიდან ოფიციალურად დატოვა.
ამასთან, სააგენტოს ახალი ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი უკვე გამოცხადდა. განაცხადების მიღება 31 იანვრამდე იწარმოებს.