სერგო რატიანი: “ქართული ოცნების” ხელისუფლება არათუ არის შემაკავებელი ფაქტორი აგრესიის, არამედ წამახალისებელი ფაქტორია
დღეს ოკუპირებული ახალგორიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კიდევ ერთი პაციენტი არ გამოუშვეს. აღნიშნულ ფაქტს “ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლება არათუ აჩერებს ოკუპაციის პროცესს, არამედ თავისი პოლიტიკით მსგავს ქმედებებს ახალისებს.
“ქართული ოცნების” ხელისუფლება არამარტო არაფერს აკეთებს, იმისთვის რომ საერთაშორისო ასპარეზზე გააქტიურდეს და ჩვენი პარტნიორების საშუალებით რუსები იხდიდნენ ფასს მსგავს ქმედებებთან მიმართებაში, არამედ, მისი რიტორიკა, მისი პოლიტიკა ახალისებს და ხელს უწყობს მსგავს ქმედებას. “ქართული ოცნების” ხელისუფლება არათუ არის შემაკავებელი ფაქტორი ამ აგრესიის, არამედ წამახალისებელი ფაქტორია,” – განაცხადა სერგო რატიანმა.