კოლეჯ “სპექტრში” საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს
კოლეჯ “სპექტრში” საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა.
საქართველოს სახელმწიფო დროშის პატივის მიგების მიზნით, კოლეჯის ხელმძღვანელმა მათე ტაკიძემ სტუდენტებისთვის საჯარო შეხვედრა გამართა.
როგორც “კვირას” “სპექტრიდან” აცნობეს, შემეცნებითი ხასიათის შეხვედრაზე საუბრის თემა ქართული დროშის ისტორია და მისი მნიშვნელობა იყო.
კოლეჯ “სპექტრში“ ქართული სახელმწიფო დროშის დღე ტრადიციულად ყოველ წელს აღინიშნება.