თბილისსა და კასპთან ქარის ელექტროსადგურები აშენდება

Georgia Capital-ი თბილისსა და კასპში 108 მეგავატის სიმძლავრის ქარის ელსადგურებს ააშენებს.
Georgia Capital-ის ცნობით, სადგურები ექსპლუატაციაში 2022 წლის მეორე ნახევარში შევა.Georgia Capital PLC-იმ სს ქართლის ქარის ელექტროსადგურის 100%-იანი წილი 2019 წლის ნოემბერში იყიდა, რაშიც $31.8 მლნ გადაიხადა. აქედან $14.4 მლნ ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო $17.4 მილიონის სესხი გადაიბარა.
20.7 მგვ ქართლის ქარის ელექტროსადგური ერთადერთია საქართველოში, რომელიც 2016 წლის 20 დეკემბერს შევიდა ექსპლუატაციაში. მისი ღირებულება ჯამში $34 მილიონი იყო, აქედან $24 მლნ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სესხი, $10 მლნ ენერგეტიკის განვითარების ფონდმა და ნავთობისა და გაზის კორპორაციამ დააფინანსა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები