სოფელ ზედა ბზუბზუში უხვი ნალექის გამო მეწყერი ჩამოწვა

ქედაში, უხვი ნალექის გამო სოფელ ზედა ბზუბზუში საავტომობილო გზაზე მეწყრული პროცესი განვითარდა.

მცირე დროით ჩაიხერგა ექვს ოჯახამდე მისასვლელი გზაც. ადგილზე მუშაობდა სპეციალური ტექნიკა, რომელიც გზის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებდა.

ამ დროისთვის ტერიტორიაზე გადაადგილება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებოდნენ ქედის მერიის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები