ირანში ავტობუსი ხრამში გადავარდა, ათობით დაღუპული და დაშავებულია

ირანში, მაზანდარანის პროვინციაში, სამგზავრო ავტობუსი ხრამში გადავარდა, რომლის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Ahaber ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ავტობუსი თეირანიდან ქალაქ ქელალში მიემართებოდა.

დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები