საქართველოში იმპორტირებული საწვავის 30 % რუსეთზე მოდის
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით,2019 წლის 11 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 297,6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30,0%-ს შეადგენს.
შემდეგ მოდიან: რუმინეთი – 276,6 ათასი ტონა (27,9%), აზერბაიჯანი – 145,7 ათასი ტონა (14,7%) და სხვ.
რაც შეეხება საწვავის ფასს, დღეისათვის: რეგულარი ტიპის ბენზინის საწვავის ფასი შეადგენდა საშუალოდ 2,45-2,57 ლარს/ლიტრაზე (ზრდა წლის დასაწყისიდან დაახლოებით 16 თეთრით/ლიტრაზე), პრემიუმი ტიპის ბენზინის ფასი – საშუალოდ 2,59-2,65 ლარს/ლიტრაზე (ზრდა წლის დასაწყისიდან დაახლოებით 8-15 თეთრით/ლიტრაზე), ევრო 4 დიზელის საწვავის ფასი – 2,69-2,71 ლარს/ლიტრაზე (ზრდა წლის დასაწყისიდან დაახლოებით 18-29 თეთრით/ლიტრაზე), ევრო 5 დიზელის საწვავის ფასი – 2,66-2,79 ლარს/ლიტრაზე (ზრდა წლის დასაწყისიდან დაახლოებით 16-17 თეთრით/ლიტრაზე).