არჩილ თალაკვაძე: პატრიარქის საშობაო ეპისტოლე ტრადიციულად ძალიან მნიშვნელოვანი და სიღრმისეული იყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე ტრადიციულად ძალიან მნიშვნელოვანი და სიღრმისეული იყო.

მისი თქმით, ეპისტოლეში სიყვარულზე, სიკეთეზე, საქართველოს გამთლიანებაზე ძალიან ძლიერი აქცენტები იყო.

“პატრიარქის ეპისტოლე ტრადიციულად ძალიან მნიშვნელოვანი და სიღრმისეული იყო. ეპისტოლეში სიყვარულზე, სიკეთეზე, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაზე იყო ძალიან ძლიერი აქცენტები. ერთობა ნამდვილად არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. რაც მთავარია და რაც ქრისტიანობის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია, რომ ვემსახუროთ ადამიანებს, ვუჩვენოთ ერთმანეთს თავდადება, სიკეთე მხოლოდ ამ გზით შეძლებს ჩვენი ქვეყანა გამთლიანებას გაძლიერებას, ჩვენ ამას აუცილებლად მოვახერხებთ, რადგან ჩვენს ქვეყანას აქვს დიდი ისტორია და ასევე აქვს დიდი მომავალიც. საქართველოს ყოველთვის სჯეროდა თავისი მომავლის და ჩვენ ეს უნდა გვქონდეს. ეს წელი იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რათა ხელისუფლებამ, მოქალაქეებმა, მედია, ყველამ ერთად შევძლოთ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, საქმიან ვითარებაში განვიხილოთ საკითხები, მივიდეთ კიდევ უფრო მეტ ადამიანთან ვისაც სჭირდება დახმარება, ვისი სათქმელიც ჩვენ უნდა მოვისმინოთ, ვისაც ჩვენ უნდა ვუთხრათ სათქმელი. დარწმუნებული ვარ, რომ ღვთის შეწევნით, პატრიარქის კურთხევით, ჩვენ ამას შევძლებთ. ყველამ უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა გავაცნობიეროთ და აუცილებლად გამოგვივა ყველაფერი. ყველა ჩვენგანის მოვალეობაა, რომ მივიდეთ კიდევ უფრო მეტ ადამიანთან, ვისაც სჭირდება დახმარება, ვინც გაჭირვებაშია, ვის ოჯახშიც ჯერ კიდევ რჩება სიღარიბე და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ამ ადამიანებს მივაკითხოთ, ვიპოვოთ და გადავჭრათ ის პრობლემები, რომელიც რჩება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება იქნება, რომ მივიდეთ კიდევ უფრო მეტ ოჯახში, განსაკუთრებით მათთან, ვინც რჩება გაჭირვებაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები