რომელი პროდუქტები გაძვირდა ყველაზე მეტად გასულ წელს – საქსტატის სტატისტიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7 პროცენტი შეადგინა.

ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების 6.3 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.

2018 წლის დეკემბერთან შედარებით გასულ წელს ყველაზე მეტად გაძვირდა:
ნიორი – 127.72%-ით;
წიწიბურა – 73.95%-ით;
საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი – 68.29%-ით;
საზამთრო – 60.22%-ით;
ვაშლი – 50.34%-ით;
ატამი – 36.01%-ით;
მარილი – 32.65%-ით;
მანდარინი – 31.97%-ით;
ჭარხალი – 31.74%-ით;
ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი – 31.40%-ით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები