ხატია დეკანოიძე: თადუმაძის, მიქაუტაძის და გვრიტიშვილის ფონზე ყველანაირი რეფორმა აზრს კარგავს

სასამართლო სისტემის მეოთხე ტალღა ამოქმედდა. იუსტიციის საბჭო სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების თავმჯდომარეების დანიშვნისას უკვე ვალდებულია გადაწყვეტილების არგუმენტები წარმოადგინოს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე ფიქრობს, რომ უვადოდ დანიშნული მოსამართლეების თადუმაძის, მიქაუტაძისა და გვრიტიშვილის ფონზე, ყოველგვარი ახალი რეფორმა აზრს კარგავს.

“თადუმაძის, მიქაუტაძის და გვრიტიშვილის ფონზე ყველანაირი რეფორმა კარგავს ყველანაირ აზრს. მე ვფიქრობ, რომ ტექნიკურ საკითხებში დროის დაკარგვას აზრი არ აქვს,”- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები