გია აბაშიძე: აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის განადგურება, აიათოლას მიერ სასტიკი შურისძიების მუქარის დაანონსება და შემდგომი აქტივობები, ცხადია, ჩვენ ქვეყანაზეც აისახება

აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის განადგურება, აიათოლას მიერ სასტიკი შურისძიების მუქარის დაანონსება და შემდგომი აქტივობები, ცხადია, ჩვენ ქვეყანაზეც აისახება,- ამის შესახებ ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველომ საკმაოდ მგრძნობიარე ზღვარზე დაუზიანებლად უნდა იაროს.

“საკმაოდ აიჭრა გლობალური უსაფრთხოების საკითხი. აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის განადგურება, აიათოლას მიერ სასტიკი შურისძიების მუქარის დაანონსება და შემდგომი აქტივობები, ცხადია, ჩვენ ქვეყანაზეც აისახება. რუსული მედია კი გენერალ ყასემ სულეიმანის პუტინის მეგობრად მოიხსენიებს. ამასთან, ევროკავშირიდან, ბრიტანეთიდან დეესკალაციის საჯარო მოწოდებები გაისმის… მხნეობა და გამძლეობა ჩვენ საქართველოს, მის ხელისუფლებას. საკმაოდ მგრძნობიარე ზღვარზე დაუზიანებლად უნდა ვიაროთ” – წერს აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები