არჩილ თალაკვაძე ლიეტუვის სეიმის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ლიეტუვას სეიმის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ჟიგიმანტას პავილიონისს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და საპარლამენტო თანამშრომლობის დინამიკა შეაფასეს.

ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური, განათლებისა და თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობის პოტენციალსა და ამ მხრივ კავშირების ინტენსიფიკაციის მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე, მზადყოფნა დაადასტურეს საქართველოსა და ლიეტუვას შორის შრომითი მიგრაციის კუთხით თანამშრომლობისთვის.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ საგანგაშო მდგომარეობასა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე.

არჩილ თალაკვაძემ სტუმარს მადლობა გადაუხადა ლიეტუვას მხრიდან საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მხარდაჭერისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები