საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაციას 2020-2021 წლებშიც გააგრძელებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქუთაისის ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას 2020-2021 წლებშიც განახორციელებს.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუთაისში ავტოქარხნის მარჯვენა დასახლების საავტომობილო გზებს, რომლის ჯამური სიგრძე 14520 მეტრია; რეაბილიტირდება ჩხობაძის ქუჩის III შესახვევში გამავალი საავტომობილო გზის 1400 მეტრიანი მონაკვეთი და დავით და კონსტანტინეს ქუჩის და ლესელიძის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 5500 მეტრიანი მონაკვეთი. სარეაბილიტაციო სამუშაოების სავარაუდო ღირებულებაა 10 მილიონ ლარამდე იქნება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი 2020 წელს ქალაქ ზუგდიდის 9 ქუჩის რეაბილიტაციას დაასრულებს. სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრატსრუქტურა და საინიაღვრე სისტემები, რაც ზუგდიდის მოსახლეობას საშუალებას მისცემს განახლებული და კომფორტული გზებით გადაადგილდნენ ქალაქის მასშტაბით.
2019 წელს დასრულდა ქუთაისის რამდენიმე ქუჩის (გუგუნავა, შარტავას, ნინოშვილის, ბუხაიძის, ჯავახიშვილის ქუჩების) რეაბილიტაცია. მიმდინარეობს ნიკეასა და სულხან-საბას დამაკავშირებელი გამზირის რეაბილიტაცია. 2020 წელს გაგრძელდება ასევე აღამაშენებლის, წერეთლის, თავისუფლების და საიათნოვას ქუჩების საგზაო ინფრაქტრუქტურის მოწესრიგება.
ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, არსებული პრობლემები მოგვარდება, გზით მოსარგებლეებს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს გადაადგილება განახლებული და კომფორტული გზებით შეეძლებათ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ქ. ქუთაისში სულ 10 ქუჩის რეაბილიტაციას განახორციელებს.
ზუგდიდისა და ქუთაისის ქუჩების გარდა, 2020 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეკვავას ქუჩას და ქალაქ მარტვილის შემოვლითი საავტომობილო გზის 2 კმ-იანი მონაკვეთს.