გიორგი ვოლსკი: გულის კუნჭულში მაინც მჯერა, რომ კიდევ არსებობს, არ მომკვდარა მოწინააღმდეგის მიმართ ღირსეული, კავკასიური სტილის დამოკიდებულება
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას გამოეხმაურა. მისი თქმით, გათავისუფლების პროცესში ყველამ გარკვეული როლი ითამაშა.
“ამაში ყველამ გარკვეული როლი ითამაშა, მე გულის კუნჭულში მაინც მჯერა, რომ კიდევ არსებობს, არ მომკვდარა მოწინააღმდეგის მიმართ ღირსეული, კავკასიური სტილის დამოკიდებულება და ესეც იყო გარკვეული შემადგენელი ნაწილი. შეიძლება მცირე. რაც უფრო მეტი ხალხი იტრაბახებს სიკეთის გაკეთებით, ოფიციალური იქნება, არაოფიციალური, პარტიული ორგანიზაციები, კონკრეტული პირები ეს განცდა, შეგრძნება, იმის რომ ღირსეული პოზიცია ეჭირათ ცუდი არ არის”,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გუშინ გათავისუფლდა.