ვაჟა გაფრინდაშვილმა გორის პოლიცია დატოვა – “ასე გაერთიანებულად ყველამ საქართველოს საქმე ვაკეთოთ”

ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა, ოჯახის წევრებთან ერთად, გორის პოლიციის სამმართველო უკვე დატოვა.
მან გვერდში დგომისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.
„ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით ყველას, ჩვენს მთავრობას, პარლამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროებას, საშიშროებას თქვენი მხრიდან. ნება მომეცით, ცოტა დავწყნარდე და შემდეგ ყველანაირ ინფორმაციას მოგაწვდით.
​დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. კარგად ვარ. უდიდეს მადლობას გადავუხდი ყველა ჩემს მეგობარს, ვინც გვერდით მედგა, ყველას აბსოლუტურად, მაგრამ განსაკუთრებით ჩემს ლამაზ მეუღლეს და ბრწყინვალე შვილებს. მე რასაც ვუყურებ, სამწუხაროდ, ინფორმაცია ნაკლებად მქონდა, ასე გაერთიანებულად ყველამ საქართველოს საქმე ვაკეთოთ“, – განაცხადა პოლიციის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ ექიმმა, ვაჟა გაფრინდაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს გათავისუფლდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები