შს მინისტრის მოადგილედ გიორგი ბუთხუზი დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოადგილედ გიორგი ბუთხუზი დაინიშნა.
პროფესიული გამოცდილება:
2019 წლის სექტემბრიდან – 2019 წლის დეკემბრამდე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე;
2016-2019 წწ.- საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე;
2013 – 2016 წწ. – სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“, დირექტორის მოადგილე
2012 – 2013 წწ. – საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის შს სამხარეო მთავარი სამმართველოს მცხეთის შს რაიონული სამმართველოს უფროსი.
2011-2012 წწ. – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი;
2009-2011 წწ. – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი;
2007-2009 წწ. – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეციალურ დავალებათა სამმართველოს უფროსი;
2007 წლის სექტემბერი-ნოემბერი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მთავარი ინსპექტორი;
2004 -2006 წწ. – საქართველოს შსს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს ინსპექტორი
განათლება და კვალიფიკაცია:
1999-2004 საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია, სამართალმცოდნეობა, იურისტი მაგისტრთან გათანაბრებული
ენები:
ინგლისური, რუსული, თურქული.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
2008 წლის ომის მონაწილე – ვეტერანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები