ისრაელის ელჩმა დავით ზალკალიანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, შაბთაი ცურმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ელჩმა შეაჯამა თავისი განვლილი საქმიანობა და საქართველო-ისრაელის ურთიერთობებში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.

“საქართველოში 8 წელი დავყავი და ამ პერიოდის მანძილზე, ყოველწლიურად, შეინიშნებოდა ურთიერთობების გაღრმავება. მუდმივად იზრდებოდა ისრაელიდან ტურისტების ნაკადი, რაც პირდაპირი ფრენების დამსახურებაც იყო” – განაცხადა შაბთაი ცურმა.

თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა ისრაელის ელჩის მიმართ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მას წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები