ინდონეზიაში სამგზავრო ავტობუსი ხრამში გადავარდა, ათობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც

ინდონეზიაში, 80 მეტრის სიმაღლიდან, სამგზავრო ავტობუსი ხრამში გადავარდა.

ინციდენტის შედეგად, სულ მცირე, 35 ადამიანია დაღუპული, მათ შორის ბავშვებიც არიან, 13 დაშავდა.

სამძებრო ოპერაცია გრძელდება.

სამხრეთ სუმატრას პროვინციის პოლიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ავტობუსში სულ 54 ადამიანი იმყოფებოდა, შესაბამისად, მსხვერპლის რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები