თურქეთში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, ათობით დაშავებულია

თურქეთში, კაისერის პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, რომლის შედეგად 23 ადამიანი დაშავდა.

გაზეთის Cumhuriyet-ის ინფორმაციით, შემთხვევა ღამის 3:00 საათზე მოხდა.

ავტობუსი ვანადან კაისერში მიემართებოდა.

არსებული ინფორმაციით, ავტობუსი მოყინული გზაზე მოცურდა.

დაშავებულები ახლოს მდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები