ცაგერში საახალწლო ღონისძიებები დაიწყო

ცაგერის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები დაიწყო. პირველი ზეიმი, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში, N1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა გამართეს. ბავშვებმა, დამსწრე საზოგადოებისთვის, თავიანთი შემოქმედება წარმოადგინეს.

ღონისძიებას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, მერის მოადგილე მიხეილ მეშველიანი,საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ცაგერის ბიუროს ხელმძღვანელი, ოთარ თვარაძე და სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ბავშვებს საჩუქრები მერიამ, საკრებულომ, სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებების სამსახურმა გადასცეს და დამდეგი 2020 წელი მიულოცეს.

საახალწლო ღონისძიებები ცაგერის მუნიციპალიტეტში 31 დეკემბრამდე გაგრძელდება. ღონისძიებების ფარგლებში, დაგეგმილია არაერთი საინტერესო საღამო, კონცერტი და სპექტაკლის პრემიერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები