ცოტნე ზურაბიანი: “აშშ მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს” – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში

“შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს” – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. ეს არის გარანტი იმისა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მომავალშიც გააგრძელებს დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერას, რაც საქართველოს მოსახლეობას მეტ მშვიდობას და კეთილდღეობას მოუტანს“,- ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ცოტნე ზურაბიანმა განაცხადა. მისივე შეფასებით, საქართველო-აშშ-ს ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა.
“არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას და მიღწეულ პროგრესს სასამართლოში. ანალოგიური პოზიცია, რამდენიმე დღის წინ დააფიქსირა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ელიზაბეთ რუდმაც, რომელმაც ხაზი გაუსვა იმ მკაფიო და თვალსაჩინო პროგრესს, რომელიც საქართველოს სასამართლო სისტემაში გვაქვს და სრულიად მკაფიოდ აღნიშნა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც ახლაა. ცხადია, რომ საქართველოს და აშშ-ს ურთიერთობა არის უმაღლეს ნიშნულზე და რა თქმა უნდა, ამას ოპონენტების ფეიკნიუსები და მავნებლური ქმედებები ვერაფერს დააკლებს”,- აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ცოტნე ზურაბიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები