ბაღდათში პროექტ “დანერგე მომავლის” ბენეფიციარებს 3000-ზე მეტი ლურჯი მოცვის ნერგი გადაეცათ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხესა და დიდველაში პროექტ “დანერგე მომავლის” მონაწილე სამ ბენეფიციარს, 3000-ზე მეტი ლურჯი მოცვის ნერგი გადაეცა. აღნიშნულ პროექტში ვარციხიდან 22 ბენეფიციარი მონაწილეობს, აქედან 14 ლურჯი მოცვის კულტურას, ხოლო 8 ჟოლოს გააშენებს. ამ ეტაპზე ვარციხეში 13, 500 ძირი ლურჯი მოცვი 10 ჰეკტარზე დაირგო. კენკროვანი კულტურის გაშენება ბაღდათის მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს პროექტ “დანერგე მომავალი”-ს ფარგლებში ხორციელდება.
„მივიღეთ 1500 ძირი ნერგის რაოდენობა,დავრგე და მყავს სამი ოთხი ადამიანი დასაქმებული,ჩვენ მადლობას ვუხდით მთავრობას რომ ასეთი დახმარება გაგვიწიეს.ამ პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ,გლეხებისთვის .“-აღნიშნა პროექტის ბენეფიციარმა თამაზ ჭუმბურიძემ
პროექტი ითვალისწინებს კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენებისთვის საჭირო ნერგებს, წვეთოვანი სარწყავი სისტემის და სხვადასხვა მასალის შეძენისა და მოწყობის ღირებულების 100%-ით დაფინანსებას, 0.15ჰა-დან-0.5 ჰა-ს ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობებზე.
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიველაში მიმდინარეობს კენკროვანი ხილის გაშენება,აღნიშნული სამუშაოები ტარდება პროექტ „დანერგე მომავლის“ ფარგლებში .შარშან წლის ბოლოს დაიწყო განაცხადების მიღება ,მისასალმებელია რომ მაღალი ,ინტერესი არის.პირველ ეტაპზეც 16 ბენეფიციარის განაცხადის დაკმაყოფილება მოხდა.მეორე ეტაპი ახლა მიმდინარეობს ახალი კონკურსანტების შერჩევა.ეს პროექტი ადგილობრივებს საშუალებას აძლევს რომ გადავიდნენ ისეთი ხილის წარმოებაზე,რომელიც აქამდე მაინცდამაინც არ იყო ისტორიულად ჩამოყალიბებული ამ რეგიონში.მისასალმებელია რომ ხალხი უკვე გადადის იმ მოთხოვნებზე რომელიც მოდის ბაზრის სექტორიდან.რაც უფრო მეტი ადამიანი მიმართვას იმ პროგრამებს რომელიც სახელმწიფოსგან ფინანსდება,მომგებიანი და კარგი იქნება.“-აღნიშნა ბაღდათის მერმა არჩილ გოქსაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები