საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე, 27 წლის თელაველი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვლილი მეგობრებთან ერთად საფრანგეთში 1 თვის განმავლობაში იმყოფებოდა და მისი გარდაცვალების შესახებ ოჯახს წუხელ აცნობეს.
ახლობლების და მეგობრების ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
მამაკაცს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში „რეგიონულ კვირას“ განუცხადეს, გარდაცვლილი მამაკაცის საქართველოში გადმოსვენების თაობაზე, ოჯახმა ოფიციალურ უწყებებს უკვე მიმართა და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.