ზუგდიდში გამწვანების მასშტაბური აქცია ჩატარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, თამარ მეფის ქუჩაზე გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა. გამწვანების აქციის ფარგლებში, 150-მდე ძირი სხვადასხვა ჯიშის ხე დაირგო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ზუგდიდის მერიაში განუხადეს.
გამწვანების აქციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია მოადგილეებთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერ გიორგი შენგელიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა.
გიორგი შენგელიას განცხადებით, გამწვანების აქციები მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე მომავალშიც ჩატარდება.
მიმდინარე წელს თამარ მეფის ქუჩაზე საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.
მოწესრიგდა სანიაღვრე არხები, მოეწყო მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები,ბორდიურები და ტროტუარები, კეთილმოეწყო მრავალბინიანი კორპუსების ეზოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები