დავით ზალკალიანი დავით გარეჯის საკითხზე – ვმუშაობთ მეორე სამუშაო შეხვედრაზე, შეთანხმდება თარიღები

ჩატარდა პირველი სამუშაო შეხვედრა, ასევე იყვნენ ექსპერტები ჩამოსული, როდესაც აზომვითი საქმიანობა განხორციელდა, ვმუშაობთ მეორე სამუშაო შეხვედრაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საკითხი ჩვენი სტატეგიული პარტნიორების ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს.

„იცით თქვენ, რომ კომისიის მუშაობა აღდგენილია. ჩატარდა პირველი სამუშაო შეხვედრა, ასევე იყვნენ ექსპერტები ჩამოსული, როდესაც აზომვითი საქმიანობა განხორციელდა. ვმუშაობთ მეორე სამუშაო შეხვედრაზე. რა თქმა უნდა, შეთანხმდება თარიღები და ყველაფერი უნდა განვითარდეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტის დროს იყო ამ საკითხზე საუბარი. უმაღლეს დონეზე იცით თქვენ შედეგიც, რომელიც ჩვენ იქიდან წამოვიღეთ და ვფიქრობთ, აუცილებელია, რომ სწორედ სტატუს-კვოს დაბრუნებაზე ვისაუბროთ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი აზერბაიჯანელი პარტნიორები ამას გაიგებენ. ეს საკითხი ჩვენი სტატეგიული პარტნიორების ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს და არავის უნდა ჰქონდეს საშუალება, რაიმე სახის წინააღმდეგობა შემოიტანოს ამ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში”, – განაცხადა ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები