იენს სტოლტენბერგი მზად არის ვლადიმერ პუტინს შეხვდეს

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, მზად არის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს პირადად შეხვდეს.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა DPA-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ლიდერთან სურს ალიანსსა და მოსკოვს შორის არსებულ მძიმე ურთიერთობაზე საუბარი.

„შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში, მზად ვარ პუტინს შევხვდე“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგის აზრით, მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდომა მაშინ არის მნიშვნელოვანი, როდესაც ურთიერთობაა გაუარესებული.

მისი თქმით, რუსეთი ნატოს უდიდესი მეზობელია და ეს “ასეც იქნება“.

მიუხედავად იმისა, რომ ნატოს ლონდონის სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ რუსეთი ნატოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, იენს სტოლტენბერგმა დეკემბერში განაცხადა, რომ რუსეთს ნატოს საფრთხედ არ მიიჩნევს. მისი თქმით, ალიანსში მოწინააღმდეგეების სიებს არ ადგენენ.

ამასთან, აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინაში „სამხედრო ძალა გამოიყენა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები