თელავში საცხოვრებელი ბინა მეორედ დაიწვა
თელავში სამოთახიან საცხოვრებელ ბინას ხანძარი დღეს, გამთენიისას გაუჩნდა. შემთხვევა რუსთაველის გამზირზე მოხდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო 3 სახანძრო – სამაშველო ბრიგადა, მათ ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოახერხეს. შემთხვევის შედეგად, არავინ დაზარალებულა.
საცხოვრებელი ბინა, რომელიც ვანო ზურაბიშვილს ეკუთვნის, ორი თვის წინაც დაიწვა. მაშინ სახლის მეპატრონემ განაცხადა, რომ სიგარეტის მოწევისას ჩაეძინა და ლოგინზე ცეცხლი გაჩნდა. პირველი ხანძრის დროს, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა მთლიანად განადგურდა.